ავტორი:

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგიაა

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგიაა

უკრაინაში გუშინ დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგიაა. ის წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ბრძოლის ველიდან გამოასვენეს და კიევში, პროზექტურაში გადაიყანეს. მას სამშობლოში, სავარაუდოდ ერთ დღეში ჩამოასვენებენ.

ქართელი მებრძოლი დონეცკის ოლქში, კრამატორსკთან მიმდინარე შეტაკებების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, გელა გოგია რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ თითქმის ერთი წლის განმავლობაში იბრძოდა.