ავტორი:

"კომპრომისებს“კაცობრიობისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება" - მიხაილო პოდოლიაკი

"კომპრომისებს“კაცობრიობისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება" - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ომის დასრულების გზას ასახელებს.

"ომის დასრულების ერთადერთი გზა არსებობს : რუსეთის სამხედრო დამარცხება, უკრაინისთვის ტერიტორიების დაბრუნება, დამნაშავეებისთვის ტრიბუნალის მოწყობა, რუსეთის ტრანსფორმაციის დაწყება“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

მისი თქმით, ომის დასასრულებლად გამარჯვების სურვილი ისევეა საჭირო, როგორც იარაღი.

„ომის დასასრულებლად გამარჯვების სურვილი ისეთივე საჭიროა, როგორც იარაღი - „კომპრომისებს“კაცობრიობისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება“, - აცხადებს პოდოლიაკი.