ავტორი:

"ხევში გადაიჩეხნენ... ორივე ერთმანეთზე უკეთესი ადამიანი იყო: უბოროტოები, კეთილშობილები" - რაჭაში, ავარიას ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები ემსხვერპლნენ

"ხევში გადაიჩეხნენ... ორივე ერთმანეთზე უკეთესი ადამიანი იყო: უბოროტოები, კეთილშობილები" - რაჭაში, ავარიას ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები ემსხვერპლნენ

რაჭაში, ავარიას ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები ესხვერპლნენ. ambebi.ge -სთან გარდაცვლილი ძმების ახლობელი აცხადებს, რომ ავტომობილი ხევში გადაიჩეხა, რის შედეგადაც ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მათი ბიძაშვილი გადარჩა, თუმცა მძიმედ არის დაშავებული.

"რაჭაში, ხევში გადაცვივდნენ. როგორც ამბობენ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყვნენ. ორივე ძმა ადგილზე დაიღუპა. მანქანაში ბიძაშვილიც ეჯდათ, ის გადარჩა, მაგრამ მძიმედ არის დაშავებულიო. ერთ-ერთი ძმა ჩემი სკოლელი იყო, თან უბნელები. უფროსი ძმა 29 წალმდე იქნებოდა, უმცროსი 26-ის იყო, როგორც მახსოვს. ორივე ძმა ერთამენთზე უკეთესი ადამიანები იყვნენ, უბოროტო, უკეთილშობილები. უმცროს ძმას ცოლი და ორი შვილი დარჩა" - ამბობს ძმები გაგნიძეების ახლობელი.

გარდაცვლილი ნიკა გაგნიძე მომღერალი იყო. ტრაგედიას ანსამბლი "დიდგორი“ გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

"დიდ მწუხარებას გამოთქვამთ ანსამბლ "ძირიანის“ წევრის ნიკა გაგნიძისა და მისი ძმის, თორნიკე გაგნიძის გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა. ღმერთმა აცხონოს ბიჭებო თქვენი სული. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ძირიანს, რაჭას და სრულიად საქართველოს...“,-წერია სამძიმრის წერილში.

ფოტოზე: ნიკა გაგნიძე