საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს". მათივე ცნობით, საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული 6 მედალი სარეკორდოა.
ოქროს მედლები გრელმა მოჭიდავეებმა საბა სამადაშვილმა და დავით ქარელმა მოიპოვეს. ბრინჯაოს დაეუფლნენ: დავით ლომიტაშვილი, საბა საბაშვილი და გიორგი მიშველიძე, ხოლო ვერცხლი ლუკა ჯავახიშვილმა დაიმსახურა.