ავტორი:

რელიგიურ სკოლასთან დაკავშირებული ხუმრობის გამო, თურქეთში მომღერალი გულშენი დააკავეს - თურქი "მადონას" საქმე, რომელმაც საზოგადოების აზრი ორად გაყო

რელიგიურ სკოლასთან დაკავშირებული ხუმრობის გამო, თურქეთში მომღერალი გულშენი დააკავეს - თურქი "მადონას" საქმე, რომელმაც საზოგადოების აზრი ორად გაყო

თურქეთში დააკავეს მომღერალი გულშენი რელიგიურ თემაზე წარმოთქმული ხუმრობის გამო და ის სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულეს. მიმდინარე წლის აპრილში გულშენმა იხუმრა, რომ მისი ბენდის ერთ-ერთი წევრი რელიგიურ სკოლაში დადიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მომღერლის კომენტარი ძველია, სოციალურ ქსელებში ვიდეო ვირუსულად ახლა გავრცელდა და კონსერვატიულ წრეებში კრიტიკა მოჰყვა.

გულშენის მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ მისი დაკავება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მცდელობაა, მომავალი წლის არჩევნების წინ სახოგადოებაში მხარდაჭერა გაიმყაროს.

  • გულშენმა, რომელსაც თურქ მადონას უწოდებენ, დაკავებამდე ბოდიში მოიხადა, მან შესაბამისი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და წერდა, რომ მის მიმართ კრიტიკა საზოგადოების პოლარიზაციას ისახავს მიზნად. მანვე აღნიშნა, გამოხატვის თავისუფლების პრინციპები დაცული უნდა და ის უბრალოდ კოლეგებთან ხუმრობდა. მან ბოდიში მოუხადა ყველას ვინც გაანაწყენა თავისი ხუმრობით.

მომღერალი ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინშია. აღსანიშნავია, რომ ხელოვანს, რომლის სრული სახელია გულშენ კოლაქოღლუ, ადრეც აკრიტიკებდა თურქული საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი ჩაცმის სტილის ასევე ლგბტ საზოგადოების უფლებების დაცვის გამო.

46 წლის მომღერლის დაკავებასთან დაკავშირებით თურქული საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ ხელისუფლებას მისი დაკავების გამო.

"არტისტი დააკავეს იმის გამო, რომ მას არ ეცვა ისე, როგორც ხელისფულებას სურდა და არ საუბრობდა ისე როგორც მათ მოეწონებოდათ“, - წერენ სოციალურ ქსელში. მას იცავენ კოლეგები, მომღერლები, მსახიობები და თურქული შოუ ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც გულშენის დაკავებას მიესალებიან.

პროსამთავრობო გაზეთმა Yeni Safak კი მომღერლის შესახებ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "კლოუნმა ზღვარი გადალახა.“