ავტორი:

"ჩაქრა შუქი... სცენაზე ფეხების კანკალით ავედი და ორჯერ გული მიმდიოდა" - რა მოხდა სტეფანეს კონცერტზე

"ჩაქრა შუქი... სცენაზე ფეხების კანკალით ავედი და ორჯერ გული მიმდიოდა" - რა მოხდა სტეფანეს კონცერტზე

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში მის კონცერტზე მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს. როგორც სტეფანე აღნიშნავს, კონცერტზე შუქი ჩაქრა:

"გუშინ პრორუსების შემოსევის გარდა, კონცერტი მქონდა ღამე, უცებ სცენაზე რომ უნდა გავსულიყავი, ჩაქრა შუქი მხოლოდ ჩვენთან კლუბში. საათზე მეტი არ იყო და სრულიად გადატენილი სივრცე არ დაიშალა.

ეს არის სიყვარული ნამდვილად და ვეცდები ყოველთვის გავამართლო იმედები.

პ.ს: ამას პორტალები არ გააზიარებენ, არაფერია სკანდალური ამაში.

მე ისე ვინერვიულე, რომ არ მოდიოდა შუქი, სცენაზე ფეხების კანკალით ავედი და ორჯერ გული მიმდიოდა, რადგან კონცერტი ღამის სამ საათზე დაიწყო.კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა სათითაოდ ყველას", - წერს სტეფანე.