ავტორი:

"საეჭვიანო თუ მომეცა, მივხვდები... რას იბრძვი, გაუშვი და შენც კარგად იყავი" - სოფო ბედია

"საეჭვიანო თუ მომეცა, მივხვდები... რას იბრძვი, გაუშვი და შენც კარგად იყავი" - სოფო ბედია
  • “წლების წინ, ყველა ალალი მეგონა, ძალიან მიმნდობიც ვიყავი”

“ის პირველივე შემხვედრს არასდროს ენდობა, ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს. კონსერვატიზმი სიახლეების რთულად მიღებაში გამოიხატება. რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია, არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ. ძნელია აზრი შეაცვლევინო. საიმედო, სტაბილური და მზრუნველი მეუღლეა, მაგრამ განსაკუთრებულ რომანტიკას მისგან ნუ ელით”, - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი სოფო ბედიას ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით დაინტერესებული ვარ, ამ მეცნიერების ძალიან მჯერა, ასტროლოგს პირადი რუკაც შევადგენინე.

- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას პირად რუკას რამდენად ითვალისწინებ?

- რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ, ვიცი, რა დროა ჩემთვის სასიკეთო, რა უნდა გავაკეთო, რა არ უნდა გავაკეთო, თუმცა ფანატიკურად სულ ამ რუკაშიც არ ვიხედები.

- შრომისმოყვარე ხარ?

- მილიონი პროცენტით. ბავშვობიდან აქტიური ვიყავი. რომ წამოვიზარდე, სულ ვცდილობდი, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია შემექმნა. ადამიანი რომელ პროფესიასაც უნდა ემსახურებოდეს, მასში ძალიან დიდ შრომას თუ არ ჩადებს, წარმატებული ვერ იქნება. ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ, შრომისმოყვარეობასთან ერთად, მიზანდასახულიც ვარ.

- “ის იშვიათად გამოდის წონასწორობიდან, არ უყვარს წვრილმანებზე კინკლაობა, მაგრამ თუ გაბრაზდა, მისი რისხვა ძლიერია, არავის ინდობს”.

- ეს ძალიან იშვიათად ხდება. ვცდილობ, ჩემი ემოციები ყოველთვის გავაკონტროლო, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფრის “გატარებას” ხომ ვერ ვახერხებთ. როდესაც ადამიანს აჩვენებ სიკეთეს, ერთგულებას, პატივისცემას, ბოლომდე თან რომ ჰყვები და, უკან მეასედიც არ გიბრუნდება, ძალიან რთულია. თავიდან შეიძლება მოითმინო, მაგრამ ეს მდგომარეობა თანდათან იმდენად აუტანელი ხდება, მერე შეიძლება ერთი უმნიშვნელო სიტყვაც კი გახდეს ურთიერთობის დასრულების მიზეზი. ასეთ ადამიანებს ყოველთვის ვიშორებ, მათთან არც კონფლიქტში შევდივარ, არც რაიმეს ვუხსნი, დისტაციას ვიცავ და სულ ესაა ჩემი “დასჯის” მეთოდი. კარგად იყოს, ოღონდ თავისთვის იყოს.

- კონსერვატორი ხარ?

- შეიძლება ასე ითქვას.

- “ეჭვიანი არ არის”.

- არ ვარ, მაგრამ საეჭვიანო თუ მომეცა, მივხვდები. ეჭვით ცხოვრება დიდი მარაზმია. სანაცნობოში, საახლობლოში ვიცი, როგორ “დაძვრება” მეორე ნახევარი; დასდევენ, ხელში ფაქტები უჭირავთ და არის ერთი ამბავი. რას იბრძვი, გაუშვი და შენც კარგად იყავი! განაგრძეთ კითხვა