ავტორი:

რა დაგვაძინებს, როცა კვარა მოედანზეა?! -  ბიჭი დიეგოს ნაკვალევზე

რა დაგვაძინებს, როცა კვარა მოედანზეა?! -  ბიჭი დიეგოს ნაკვალევზე

ხვიჩაზე აქამდე არაფერი დამიწერია. სათქმელის მეტი რა იყო?! ბევრი რაღაცის დაწერა შეიძლებოდა რუსეთიდან წამოსვლაზე, ბათუმში გატარებულ თვეებზე, ეროვნული ჩემპიონატისკენ მიბრუნებულ ქომაგზე... მით უმეტეს, "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ! სამხრეთ იტალიის ეს ქალაქი ხომ დღემდე ფეხბურთით ცხოვრობს. ნეაპოლში დღემდე მარადონაზე აკეთებენ სწორებას... სათაური კი... სანამ მეტისმეტად ხმამაღალ ნათქვამად მოგეჩვენებათ, აქვე განვმარტავ: ხვიჩა კვარაცხელიას არც ინსინიეს ვადარებ და მით უმეტეს, არც ლეგენდარულ არგენტინელს. უბრალოდ, მიხარია, რომ ჩვენი ბიჭი სწორედ დიეგოს ნაკვალევზე ითამაშებს, მისი სახელობის სტადიონზე, და თქვენთან ერთად მეც ძალიან მინდა ადგილობრივ ტიფოზებს ლეგენდარული არგენტინელივით შეაყვაროს თავი...

ხვიჩაზე აქამდე არ დამიწერია, რადგან... "მეც იმათ ჯოგიდამა ვარ", ვინც მიიჩნევს, რომ უნდა "ვაცალოთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში", რომ არ შეიძლება 21 წლის ახალგაზრდას ამხელა წნეხი ავკიდოთ და ყველგან მისი სახელი ისმოდეს, მაგრამ... დღეს აღარ მეშინია! დღეს მეც ვილაპარაკებ ბიჭზე, რომელმაც ხმაურიანად შეაბიჯა იტალიურ ფეხბურთში. ხვიჩამ უკვე იმდენს გაუძლო, რაღამ უნდა შეცვალოს?! უკეთესობისკენ თუ შეიცვლება, თორემ რაც უკვე მოისმინა, სუსტი ფსიქიკის პატრონზე აქამდეც აუცილებლად იმოქმედებდა.

20 წლის დავით ნინიაშვილმა მითხრა ინტერვიუში, თუ რომელიმე ახალგაზრდა სპორტსმენს პოპულარობა "თავში აუვარდა", მცირედით დაკმაყოფილებულაო!

მოდი და, ნუ დაეთანხმები! ბედნიერებაა, როცა ახალგაზრდები ასე აზროვნებენ! და კიდევ უფრო დიდი ბედნიერება, როცა ეს ახალგაზრდები ისეთი ნიჭიერები არიან, როგორიც დათუნაა, ხვიჩა და სხვები...

დიახ, უამრავი ნიჭიერი სპორტსმენი გვინახავს, პოპულარობას უკან რომ დაუხევია. საბედნიეროდ, ხვიჩას მსგავსი არაფერი ეტყობა.

"ნაპოლიში" არავის შემცვლელად არ მოვსულვარ. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემი ფეხბურთი ვითამაშო და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოო, თქვა ხვიჩამ ახალ კლუბში ოფიციალურად წარდგენისას.

დაიწყო კიდეც! სამხრეთელ ტიფოზებს პირველივე მატჩის შემდეგ ათქმევინა, "ეს ახალგაზრდა ზეიმს მთელი სეზონის განმავლობაში არ მოგვაკლებს!"

  • დიეგო? დიდი ეგო.

"ქართველი, რომელსაც ბრაზილიელივით დრიბლინგი აქვს", - ასე ახასიათებენ ხვიჩას იტალიელები. საქმეს ისე ეტყობა, ნეაპოლურ პიცას მალე ხაჭაპური ჩაანაცვლებსო, ვარაუდობენ სხვები... კვარამ კი პირველივე ოფიციალურ მატჩში დაამტკიცა, რომ ზღაპრული პასებიც დრიბლინგზე არანაკლებ ეხერხება და რაც მთავარია, ნეაპოლში პიცის საჭმელად არ ჩასულა! სხვათა შორის, ნეაპოლი ძველმა ბერძნებმა დააარსეს და "ნეა პოლის" (ახალი ქალაქი) უწოდეს. გაგარძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: