ავტორი:

ძამას ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ძამას ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მინდორში გაჩნდა და რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე გავრცელდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.