ტრაგედია დატრიალდა 27 აგვისტოს, რაჭაში, სადაც ავატოსაგზაო შემთხვევას ძმები - ნიკა და თორნიკე გაგნიძეები ესხვერპლნენ. გარდაცვლილი ძმების ახლობლის თქმით, ავტომობილი ხევში გადაიჩეხა, რის შედეგადაც 29 და 26 წლის ახალგაზრდები ადგილზე გარდაიცვალნენ.
"ბიჭები რაჭიდან იყვნენ, თუმცა "ნახალოვკაში" გაიზარდნენ, ორივე ძმა ერთამენთზე უკეთესი ადამიანები იყვნენ, უბოროტო, უკეთილშობილები. უმცროს ძმას - ნიკას მეუღლე და ორი შვილი დარჩა", - განაცხადა ძმებ გაგნიძეების ახლობელმა.
ნიკა გაგნიძე ანსამბლ "ძირიანის“ წევრი იყო, როგორც ირკვევა, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფ "ძირიანის" ყოფილი წევრი იყო თორნიკეც.
"ანსამბლი "ძირიანი" ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად გარდაიცვალა ანსამბლის შეუცვლელი წევრი, ნიკოლოზ გაგნიძე და ამავე ანსამბლის ყოფილი წევრი, ნიკუშას ძმა, თორნიკე გაგნიძე. უბოროტო, გულწრფელი და სამაგალითო ადამიანები. მადლობა, ბიჭებო, სიმღერისთვის, მეგობრობისთვის და კაცობისთვის! ნათელი და სანთელი არ მოაკლდეს თქვენ ტკბილ სულებს", - ვკითხულობთ ჯგუფ "ძირიანის" სამძიმრის განცახდებაში.
"ბედთან შერიგება იოლი არასდროსაა, როცა იმ ადამიანთა დავიწყება გიწევს, რომლებიც ასე უდროოდ გვტოვებენ. სიახლოვისა თუ სიშორის მიუხედავად სიცარიალე მაინც რჩება და თანაც უჩვეულო, იმედგაცრუებით მოსული. სევდა, დაუჯერებლობა, გაკვირვება - სიტყვები ვერ აღწერენ ამ უეცარ განცდას გულში რომ გიდგება. მუდამ მეყვარებით, იარასავით მაზის თქვენი ყოველი მოგონება. ძმის ღიმილი, სხვაგვარი სითბო და სილაღე - თითქოს გულის ნაკვეთური თქვენთან ერთად მოკვდა. მიყვარხართ და მომენატრებით", - წერს "ფეისბუქში" ლიზი გაგნიძე. .
სოციალურ ქსელში ვრცელდება ძმების საკონცერტო გამოსვლის თუ ახლობლებთან ერთად გადაღებული ვიდეოჩანაწერები.