დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის თავდაცვის უწყებაში არსებული სიტუაციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
მათი ცნობით, უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო პუტინმა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ლიდერებს ჩამოაშორა. მიზეზი ის პრობლემებია, რომელიც რუსეთის არმიას ამჟამად აქვს.
"შოიგუ ახლა რუსეთის ხელმძღვანელობიდან განზე დგას და ომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ოპერატიული მეთაურები აწვდიან", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებსაც ომის უშუალო გამოცდილება აქვთ, გამუდმებით დასცინიან შოიგუს მისი არაეფექტიანი ხელმძღვანელობის გამო, რადგან რუსეთის პროგრესი შეფერხებულია.
"შოიგუ, სავარაუდოდ, დიდი ხანია იბრძვის იმ ადამიანის რეპუტაციის დასაძლევად, რომელსაც არსებითი სამხედრო გამოცდილება არ აქვს, რადგან კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა სამშენებლო სექტორში და საგანგებო სიტუაციების სამინისტროში“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.