ავტორი:

წინასასკოლო სამზადისისთვის განსაკუთრებული ფასდაკლებები იწყება

წინასასკოლო სამზადისისთვის განსაკუთრებული ფასდაკლებები იწყება

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად იწყება სამზადისი, რომელიც ყველასთვის ძალიან ნაცნობი და საყვარელია. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა ეს სამზადისი სკოლის მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო სასიამოვნო გაეხადა და მათთვის სპეციალური შეთავაზებები მოამზადა.

შეთავაზების ფარგლებში მოსწავლეებისთვის საყვარელი სხვადასხვა სერიის წიგნები სპეციალურ ფასად გაიყიდება. ფასდაკლება 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სააქციო კატალოგი ყოველკვირეულად განახლდება.

  • 29.08-04.09.2022 – 20-50% ფასდაკლება სერიაზე „მოემზადე სკოლისთვის“
  • 05.09-11.09.2022 - 20-50% ფასდაკლება სერიაზე „მოსწავლის არჩევანი”
  • 12.09-18.09.2022 - 20-50% ფასდაკლება სერიაზე „ლიბერქიდსი”
  • 19.09-25.09.2022 - 20-50% ფასდაკლება სერიაზე „ლიბერთინსი”

„მოემზადე სკოლისთვის“ აერთიანებს სხვადასხვა გამოცემას, რომლებიც პატარებს სკოლისთვის მომზადებაში დაეხმარება. სერიის ფარგლებში ფასდაკლებით შეიძენთ წიგნებს, რომლებიც პატარებს ქართულ ანბანს, ინგლისურ ანბანს, ციფრებსა და ფიგურებს შეასწავლის.

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ საყმაწვილო სერია „მოსწავლის არჩევანი“ გთავაზობთ ქართული და მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს, რომლებიც ამ პროექტში მოზარდთა ასაკის, ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით არის დაჯგუფებული. სერიაში შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე ე.წ. კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, წიგნები, რომელთა გაცნობა მოზარდს შეაყვარებს კითხვას და მნიშვნელოვნად გააფართოებს მის თვალსაწიერს.

სერია „ლიბერქიდსი“ 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი პროექტია. ეს სერია მშობლებს გამზადებულ სიას აწვდის, თუ რომელი წიგნებით უნდა დაიწყონ ბავშვებმა ლიტერატურულ თავგადასავლებში მოგზაურობა.

„ლიბერთინსის“ ფარგლებში გამოიცემა წიგნები, რომელსაც თინეიჯერების ჯგუფი არჩევს. ლიბერთინსელები ორიგინალ ენაზე კითხულობენ თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურას და ასე არჩევენ იმ წიგნებს, რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L” „ლიბერთინსის“ ფარგლებში გამოსცემს.

29 აგვისტოდან წიგნების ფასდაკლებით შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც პალიტრა L-ის ვებგვერდზე, ისე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

R