ავტორი:

"ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!" - რას წერს ქეთა თოფურიას "კადიროველი" ქმარი სოციალურ ქსელში

"ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!" - რას წერს ქეთა თოფურიას "კადიროველი" ქმარი სოციალურ ქსელში

"აი, რას ამბობს ხალხი უმეცრებაზე: "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!" - ეს სტატუსი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ქეთა თოფურიას ბელორუსიელმა ქმარმა ლევ ძენგოვმა დაწერა.

ალბათ არაფერი იქნებოდა განსაკუთრებული ლევ ძენგოვის მიერ გამოქვეყნებულ ძველ ანდაზაში, რომ არა სკანდალი, რომელიც საქართველოში მის სტუმრობას მოჰყვა. რამზან კადიროვის მეგობარი მრჩეველი, რომელსაც "კადიროველადაც" ხშირად მოიხსენიებენ, ამ ანდაზით, სავარაუდოდ, სწორედ მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ცოლის სამშობლოში მის სტუმრობას ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერიც კი გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა: "რუსეთის, როგორც რეგიონალური ძალის, დღეები იწურება. საქართველოს მტკიცედ ვურჩევ, სერიოზულად მოეკიდოს ამას და რუსეთთან ფლირტი შეწყვიტოს".

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Lev Dengov, adviser and ally of Chechen leader Ramzan Kadyrov and husband of Russian singer of Georgian extraction Keta Topuria was photographed in Tbilisi. Dengov had earlier broken the Georgian Law on Occupied territories. Georgia’s Interior Ministry has until now not commented <a href="https://t.co/0PfKJFkB3J">pic.twitter.com/0PfKJFkB3J</a></p>&mdash; Formula NEWS | English (@FormulaGe) <a href="https://twitter.com/FormulaGe/status/1562089998802984960?ref_src=twsrc%5Etfw">August 23, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ქეთა თოფურია, რომელმაც წლების წინ წყნეთში ძვირადღირებული ვილა აიშენა ხშირად სტუმრობს საქართველოს, თუმცა მეუღლესთან ერთად სამშობლოში გადაღებული ფოტოები, პირველად ივლისში გავრცელდა. მაშინ წყვილი მეგობრებთან ერთად წავკისში იყვნენ გადაღებულები. Ambebi.ge-ს წყარო უდასტურებდა, რომ ძენგოვი, რომელსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვს, მანამდეც ხშირად სტუმრობდა საქართველოს.

საზოგადოების ნაწილის პროტესტი ძენგოვის აგვისტოში სტუმრობას მოჰყვა, როდესაც სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანდა, რომ თოფურია ქმართან ერთად თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ერთობოდა.

თოფურიამ თანამემამულეების პროტესტს ფოტოთი უპასუხა, რომელზეც ის და მისი ქმარი, კახეთში, ერთ-ერთ სასტუმროში იყვნენ გადაღებული. წყვილმა, სავარაუდოდ, უკვე დატოვა საქართველო, რადგან რუსეთში 1-ლ სექტემბერს სწავლა იწყება, თოფურიას ქალიშვილი კი უკვე მესამე კლასში გადადის.