ავტორი:

"უკრაინელებმა ხერსონის ოლქში შეტევა დაიწყეს, ოკუპანტები ბრძოლის ველიდან გარბიან" - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში

"უკრაინელებმა ხერსონის ოლქში შეტევა დაიწყეს, ოკუპანტები ბრძოლის ველიდან გარბიან" - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში

ხერსონის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაწილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის შედეგად, საკუთარ პოზიციებს ტოვებს და გარბის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარია ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ 109-ე პოლკზე, რომელმაც პოზიციები დატოვა, ასევე რუს მედესანტეებზე, რომლებიც ბრძოლის ველიდან გაიქცნენ.

გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის პირველი ხაზი უკვე გაარღვიეს და რუსულ პოზიციებს ტანკების, არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით ბომბავენ.