ავტორი:

მკვლელობა ტყიბულში - არსებული ინფორმაციით, მოკლულია 35 წლის მამაკაცი

მკვლელობა ტყიბულში - არსებული ინფორმაციით, მოკლულია 35 წლის მამაკაცი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში 35 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის შელაპარაკება უძღოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულია ერთი პირი.