ავტორი:

ტრაგედია "თბილისის მოდის კვირეულის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ოჯახში - რა გახდა მისი 31 წლის ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზი

ტრაგედია "თბილისის მოდის კვირეულის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ოჯახში - რა გახდა მისი 31 წლის ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზი

სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ წერენ. ერთ-ერთი სამოგზაურო კომპანიის მფლობელისა და მხატვრის, 31 წლის ლიკა დილევსკაიას გარდაცვალების მიზეზად ახლობლები თრომბო ემბოლიას ასახელებენ. ლიკა დილევსკაია ამერიკაში საქართველოს ყოფილი დესპანის, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, დღესდღეობით სამთო გამყოლთა ასოციაციის თანადამფუძნებლისა და პრეზიდენტის დავით რაქვიაშვილის გერი და "თბილისის მოდის კვირეულის" ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ორგანიზატორის სოფიო მამარდაშვილის ქალიშვილი გახლდათ.

"გამიფრინდა ჩემი გოგო………" - წერს სოფიო მამარდაშვილი და უფროსი ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს.

წყარო: mshoblebi.ge