ავტორი:

შვიტკინი მელაძის წინააღმდეგ - რუსეთის დუმის დეპუტატი, მომღერლის მოსკოვურ კლუბში გამოსვლის გამო, საგამოძიებო კომიტეტს მიმართავს

შვიტკინი მელაძის წინააღმდეგ - რუსეთის დუმის დეპუტატი, მომღერლის მოსკოვურ კლუბში გამოსვლის გამო, საგამოძიებო კომიტეტს მიმართავს

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იური შვიტკინი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ვალერი მელაძემ მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში კონცერტი გამართა. კრასნოიარსკის ოლქის დეპუტატმა რუსეთის "საგამოძიებო კომიტეტსაც“ კი მიმართა, რათა გამოიძიონ მომღერალ ვალერი მელაძის კონცერტის ორგანიზატორების საკითხი.

ამ ინფორმაციას შვიტკინი საკუთარი "ტელეგრამარხით" ავრცელებს და წერს, რომ მელაძე ისე მართავს კონცერტებს, "ვითომ არაფერი მომხდარა“...

იური შვიტკინი:

"ჩვენი სამხედროები იცავენ სამშობლოს, სიცოცხლეს საფრთხეში აყენებენ, ხშირად თავს სწირავენ, ამ დროს ბევრი ხელოვანი, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ბინძურად ლაპარკობს, აქ ბრუნდება და კონცერტებს მართავს.

ვფიქრობ, ეს უკიდურესად ცინიკურია. ვალერი მელაძემ, რომელიც უკიდურესად უარყოფითად საუბრობდა მიმდინარე სპეცოპერაციაზე (რუსები რუსეთ-უკრაინის ომს, დღემდე სპეცოპერაციას უწოდებენ - ნ.გ), გადაწყვიტა კონცერტებით დაბრუნდეს, თითქოს არაფერი მომხდარა.

მე, როგორც დეპუტატმა, უკვე გავუგზავნე მიმართვა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს მოთხოვნით, მიეცეს სამართლებრივი შეფასება მოსკოვის დისკოკლუბის ქმედებებს, რომელმაც დაუშვა მელაძის კონცერტის ჩატარება და იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად.

ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს უფრო დიდი სამოქალაქო პოზიცია და არ დაესწროს ასეთი მომღერლების მიერ მოწყობილ კონცერტებს..."

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ მოსკოვში მელაძემ დისკოკლუბ "Rainbow"-ში კონცერტი გამართა, რასაც რუსი პროპაგანდისტთების პროტესტი მოჰყვა.

იხილეთ ასევე: