ავტორი:

"მესმის ჩვენი სურვილებისა და ოცნებების, მაგრამ იხელმძღვანელეთ კომენტირების ფრთხილი ფორმატით ჩვენს ნებისმიერ სამხედრო მოქმედებასთან დაკავშირებით" - პოდოლიაკი

"მესმის ჩვენი სურვილებისა და ოცნებების, მაგრამ იხელმძღვანელეთ კომენტირების ფრთხილი ფორმატით ჩვენს ნებისმიერ სამხედრო მოქმედებასთან დაკავშირებით" - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა საზოგადოებას მოუწოდა, კარგად გადაამოწმონ ინფორმაცია სამხრეთის მიმართულებაზე საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ და ასევე თავი შეიკავონ შიდა ინფორმაციისა და სუბიექტური მოსაზრებების გავრცელებისგან.

"მესმის ჩვენი სურვილებისა და ოცნებების, მაგრამ მაინც გთავაზობთ იხელმძღვანელოთ კომენტირების ფრთხილი ფორმატით ჩვენს ნებისმიერ სამხედრო მოქმედებასთან დაკავშირებით.

ამიტომ ვსარგებლობ რა მომენტით, კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველა პოლიტიკოსს, ექსპერტსა და ლიდერს რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციით მანიპულირებისა და სპეკულირებისგან თავის შეკავება სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური პირების მიერ განცხადების გავრცელებამდე“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

მან ასევე მიმართა ჟურნალისტებს და სთხოვა, განსაკუთრებით შემდგომ დღეებში დაკვირვებით შეამოწმონ ინფორმაციის წყარო და კონკრეტული ექსპერტების კვალიფიკაცია თემასთან მიმართებით