გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, ჭიპლარის სისხლის ბანკის "ჯეოქორდის" სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი გოჩა შათირიშვილი.
ის იყო საქართველოს ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრი, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის უჯრედული ტექნოლოგიისა და თერაპიის დეპარტამენტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, აშშ-ს ალსტრომ სინდრომ ინტერნეშენალ, ჯექსონის ლაბორატორიის ექსპერტი, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იშვიათ და გენეტიკურ დაავადებათა მთავარი სპეციალისტი. ამის შესახებ ინფორმაციას "მკურნალი" ავრცელებს.