ავტორი:

დამანგრეველი წყალდიდობა პაკისტანში - 1000-ზე მეტი გარდაცვლილი, დანგრეული სახლები და 10 მილიონზე მეტი ღირებულების ზარალი: ფოტოები სტიქიის ზონიდან

დამანგრეველი წყალდიდობა პაკისტანში - 1000-ზე მეტი გარდაცვლილი, დანგრეული სახლები და 10 მილიონზე მეტი ღირებულების ზარალი: ფოტოები სტიქიის ზონიდან

პაკისტანში წყალდიდობამ მოსახლეობას უდიდესი ზიანი მიაყენა. ქვეყნის მინისტრი დაგეგმარების საკითხებში, აჰსან იკბალი აცხადებს, რომ წინასწარი შეფასებით, ქვეყანას დამანგრეველი წყალდიდობისგან მიყენებული ზარალი 10 მილიარდს აჭარბებს.

"ვფიქრობ, ზარალი უზარმაზარი იქნება. ჯერჯერობით, წინასწარი შეფასებით, ის 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს, დაღუპულია 1000-ზე მეტი ადამიანი და დაზიანებულია მილიონამდე სახლი“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, ქვეყანას სურსათის სერიოზული დეფიციტი ელოდება.

მანამდე, პაკისტანის მინისტრმა კლიმატის საკითხებში განაცხადა, რომ ქვეყნის მესამედი წყლითაა დაფარული.

აღსანიშნავია, რომ პაკისტანმა გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 1.1 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო.

ცნობისათვის, პაკისტანში მუსონური წვიმებით გამოწვეულ უპრეცედენტო წყალდიდობას მინიმუმ 1 136 ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერმა წვიმამ გაანადგურა გზები, ნათესები, სახლები, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა.