ავტორი:

საჭირო ტერმინები, რომლებიც ტექნიკის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ

საჭირო ტერმინები, რომლებიც ტექნიკის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ

ტექნიკის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ვიდრე ამა თუ იმ ელექტრომოწყობილობის შეძენას გადაწყვეტთ, მისი მონაცემები დეტალურად უნდა შეისწავლოთ. თუმცა მონაცემებში გარკვევა მარტივი არ არის და ხშირად სკოლაში ნასწავლი ტერმინების გახსენებაც გვიჭირს. EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგურის მაგალითზე გავიხსენოთ და განვიხილოთ ტერმინები, რომელთა ცოდნაც ტექნიკის შერჩევაში დაგეხმარებათ და მათ ყოველდღიურ გამოყენებას გაგიმარტივებთ.

პორტატული ელექტროსადგური - პორტატული ელექტროსადგური არის სარეზერვო კვების ელემენტი, რომელიც იტენება უმოკლეს დროში დენზე, მზის პანელიდან და მანქანაში, შემდეგ კი ელექტროენერგიით გვამარაგებს საათებისა და დღეების განმავლობაში. ის არის ენერგო დამოუკიდებელი მოწყობილობა, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა მიზნით არის შესაძლებელი. ენერგიის მიწოდების დროს კი არის სრულიად უხმო და არ გამოყოფს გამონაბოლქვს.

გენერატორი - მოწყობილობა, რომელიც გარდაქმნის მზის ენერგიას, ტურბინის ბრუნვას, შიდა წვის ძრავის მუშაობას ან ნებისმიერ სხვა ენერგიას ელექტროენერგიად. ხშირად პორტატულ ელექტროსადგურსაც გენერატორს უწოდებს, მაგრამ ეს არასწორია, რადგან ელექტროსადგური ენერგიას მხოლოდ ინახავს.

მოცულობა - ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელსაც ელემენტი აგროვებს. ტევადობა შეიძლება გაიზომოს ვატ საათებში (Wh) ან ამპერ საათებში (Ah).

ამპერი (А) - დენის ძალის გამზომი ერთეული. შედარებისთვის: თუ წარმოიდგენთ, რომ წყალი მილში - დენია, ამპერი გამოსახავს წყლის მოცულობას.

ვოლტი (V) - ძაბვის გასაზომი ერთეული. შედარება რომ გავაგრძელოთ, ძაბვა შეიძლება ჩაითვალოს წყლის წნევად. ძალიან მაღალმა ძაბვამ შეიძლება დააზიანოს მოწყობილობა (მაგალითად, ელექტროენერგიის უეცარი გაზრდისას, ან არასწორად დაკავშირების გამო). ტექნიკის ინსტრუქციებში ყურადღება მიაქციეთ ტექნიკის ნომინალური შეყვანის ძაბვას.

ვატი (W) - ელექტროენერგიის მპხმარების რაოდენობის საზომი, რომელიც მიედინება მავთულში. იზომება ვატთა რაოდენობა ერთ საათში. ჩვენს მაგალითს რომ მივყვეთ, როგორც განსხვავდება ბაღის მილსა და სახანძრო მილს შორის წყლის დინების სიმძლავრე, ისეთივე სხვაობაა წვრილ მავთულსა და დენის მსხვილ სადენს შორის.

დატენვის ციკლი - სრულად დამუხტული ბატარეის დაცლა ნულამდე (რაც თუ შესაძლებელია, თავიდან უნდა აიცილოთ) და მისი დატენვა ითვლება 1 ციკლად. ანალოგიურად, ტევადობის 50%-ის გახარჯვა ნახევარი ციკლის ტოლია.

ელემენტის რესურსი - ელემენტის მომსახურების ვადა გამოიხატება ციკლების რაოდენობით. ბევრჯერ დამუხტული ბატარეის ტევადობა დროთა განმავლობაში იკლებს. ბატარეას თუ თავდაპირველად შეეძლო ემუშავებინა ნათურა 100 საათის განმავლობაში, დროთა განმავლობაში რესურსი ჩამოვა 80 სთ-ზე, შემდეგ - 50-ზე და ა.შ. საბოლოო დეგრადაციამდე. ელემენტის რესურსი 500 ციკლში 80%-მდე ტევადობით ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია სრულად დამუხტო და დაცალო ბატარეა 500-ჯერ, სანამ მაჩვენებლები დაიკლებს 20%-ით.

გამომავალი სიმძლავრე - ეს არის ვატების მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შეიძლება მიმართული იქნას კვების ბლოკთან დაკავშირებულ მოწყობილობაზე. თუ თქვენი პორტატული ელექტროსადგურის ძალა არის 600 ვტ, შეგიძლიათ დაუკავშიროთ მას 300 ვატიანი ტელევიზორი, მაგრამ არა 800 ვატიანი ელექტრო ღუმელი.

ძაბვის პიკი - აღნიშნავს ენერგიის მოკლევადიან მიწოდებას. ზოგჯერ ასეთი პიკური მიწოდება საჭიროა ამა თუ იმ მოწყობილობიას ასამუშავებლად.

შემავალი სიმძლავრე - მაჩვენებელი, რომელიც აღნიშნავს, თუ რამდენ ვატს იღებს პორტატული ელექტროსადგური დენცქვიტადან, მზის პანელიდან ან სხვა დამტენი წყაროდან. რაც უფრო მაღალია შეყვანის სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად იტენება ელექტროსადგური.

X-Boost - EcoFlow-ს მიერ დაპატენტებული ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ პორტატულ ელექტროსადგურზე დავაერთოთ იმაზე უფრო მძლავრი ელექტრომოწყობილობა, ვიდრე კონკრეტული მოდელის რეკომენდებული ზღვარია.

X-Stream - EcoFlow-ის კიდევ ერთი დაპატენტებული ტექნოლოგია, რომელიც მაქსიმალურად სწრაფ დატენას უზრუნველყოფს. მისი საშუალებით ყველაზე მძლავრი მოდელიც კი 0-80%-მდე იტენება 1 საათში.

მონოკრისტალური მზის პანელი - უმაღლესი კლასის მზის პანელები გაზრდილი ეფექტურობით. აქვს მუქი შავი ფერი.

პოლიკრისტალური მზის პანელი - დაბალი ღირებულების მზის პანელები დაბალი ეფექტურობით. არის მუქი ან ღია ლურჯი ფერის.

ჯაჭვი - ცალკეული მზის პანელები შეიძლება იყოს დაკავშირებული ჯაჭვში, რათა წარმოებული მზის ენერგია გაიზარდოს.

USB-A - ყველასთვის ნაცნობი მართკუთხა USB პორტი.

USB-C - უფრო თანამედროვე და კომპაქტური USB პორტი მომრგვალებული კიდეებით, სტანდარტი სმარტფონებისა და ლეპტოპებისთვის.

XT60 - კონექტორი, რომელიც აკავშირებს EcoFlow პორტატულ ელექტროსადგურებს მზის პანელებსა და მანქანის დენცქვიტებთან.

MC4 - სტანდარტული მზის პანელის კონექტორი, სადაც დადებითი და უარყოფითი ბოლოები გაყოფილია. გამოიყენება პანელების წრეში დასაკავშირებლად და ბატარეასთან დასაკავშირებლად. EcoFlow მზის დამტენ კაბელს აქვს MC4 კონექტორი ერთ ბოლოზე და XT60 კონექტორი მეორეზე.

ანდერსონის პორტი - მაღალი ძაბვის მუდმივი დენის პორტი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კემპინგის მისაბმელების ელექტრული სქემების გასაძლიერებლად.

პირდაპირი დაკავშირება - Bluetooth-ის მსგავსად, ის გამოიყენება უსადენოდ ინფორმაციის გადასატანად პორტატული ელექტროსადგურიდან სმარტფონზე Wi-Fi-ის საშუალებით.

Infinity პორტი - EcoFlow-ის საკუთარი პორტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გადასცეთ ენერგია და ინფორმაცია DELTA Pro-დან თქვენს სახლთან, ჭკვიან დამატებით ბატარეასთან ან სხვა DELTA Pro-სთან.