ავტორი:

ცნობილი ადამიანები, რომელთა შვილებიც წელს სტუდენტები გახდნენ - ვინ რა პროფესია აირჩია და რას წერენ ბედნიერი მშობლები?

ცნობილი ადამიანები, რომელთა შვილებიც წელს სტუდენტები გახდნენ - ვინ რა პროფესია აირჩია და რას წერენ ბედნიერი მშობლები?

დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. გამოცდები ჩააბარეს ცნობილი ადამიანების შვილებმაც.

ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ვაჟმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა.

"სტუდენტის მამა გავხდი, თან 100% გრანტი. თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტი (ISET), ინგლისურენოვანი. წარმატებები დაჩის!“ - წერს ნანუაშვილი.

Webster university-ში ჩააბარა ნინო ჩხეიძის ერთადერთმა ქალიშვილმა, მარიამ კორახაშვილმა. "წარმატებები, დე...“ - წერს მომღერალი.

ეკა ბესელიას ქალიშვილმა, ლიზი გუბელაძემ სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა არჩევანი.

"თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ფაკულტეტი ხელოვნების ისტორია და თეორია გილოცავ სტუდენტობას ჩემო პრინცესა ლიზა, გამიხარდა, რომ ხელოვნებისკენ აიღე გეზი… მე მჯერა შენი და ვიცი, რომ ყველაფერს რაც კარგია, დიდებულია - შეძლებ!“ - წერს ბედნიერი დედა სოციალურ ქსელში.

ჯიპას აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის შვილიშვილი - ელენე, რომლის ბავშვობის ფოტოსაც აქვეყნებს ბედნიერი პაპა და წერს:

"აი, ეს არსება სტუდენტი გახდა".

უკვე სტუდენტია მუსიკოს აჩიკო გულედანისა და ნინი ბუკიას ქალიშვილი მარიამი.

"ესეც ასე,

წინ სიგიჟეები, აღმოჩენები, შეცდომები, ტვინის სხმები, ბედნიერებები და იმედია ძალიან ბევრი სწავლა... აბა შენ იცი, დე", - წერს მარიამის დედა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა პარლამენტარ ბექა ოდიშარიას მორაგბე ვაჟი - ჯაბა.

"მაგარი თაობა! ჩვენი ყველას მაგარი შვილები! ჯაბა, მეამაყება!" - წერს დეპუტატი, რომელიც მეუღლის მაკუნა გამცემლიძის პოსტს აზიარებს.

"სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ჯავა ოდიშარია. დღეს U18 ნაკრებს საფრანგეთში, ფრანგებთან თამაში ქონდათ და დიდი ანგარიშით მოიგეს ! არაფერია შვილების ჯანმრთელობაზე და მათ წარმატებაზე უკეთესი ! ჯაბასთან ერთად 32000 ბავშვი გახდა სტუდენტი დღეს … გილოცავთ და ყველას ბედნიერ მომავალს გისურვებთ!!!" - წერს მაკუნა გამცემლიძე.

უკვე სტუდენტია ლელა წურწუმიას და კახა მამულაშვილის, იგივე "მამულიჩას" შვილიც. მარიამ მამულაშვილმა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. მომღერლის შვილი დაზგურ ფერწერაზე ისწავლის.