ავტორი:

რუსი მედესანტე საფრანგეთში ჩავიდა და ქვეყანას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

რუსი მედესანტე საფრანგეთში ჩავიდა და ქვეყანას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

რუსი მედესანტე პაველ ფილატიევი საფრანგეთში ჩავიდა და ქვეყანას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რუსეთიდან ტუნისის გავლით მას შემდეგ გაიქცა, რაც გაიგო, რომ რუსეთის ხელისუფლება მის ციხეში ჩასმას აპირებდა.

მედიის ცნობით, ფილატიევი აცხადებს, რომ რუსი ჯარისკაცების უმეტესობა არ უჭერს მხარს უკრაინაში მიმდინარე ომს, მაგრამ ეშინიათ ამაზე ხმამაღლა საუბარი ან დეზერტირობა.

ის ასევე ირწმუნება, რომ მისი საავიაციო-სადესანტო შენაერთი არ მონაწილეობდა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში.