ავტორი:

შეხვდით სკოლის დაწყებას მომზადებული Extra-თან ერთად

შეხვდით სკოლის დაწყებას მომზადებული Extra-თან ერთად

ზაფხული დღეებს ითვლის და იწყება სასკოლო ციებ-ცხელება. მაღაზიებსა და ბაზრობებზე ხალხმრავლობა შეინიშნება, ყველას უნდა საუკეთესო სწორედ მას ერგოს, მაგრამ ამ არეულობაში ხანდახან ისე ყიდულობს ადამიანი მისთვის აუცილებელ ნივთს, რომ ვერც კი ხედავს ნორმალურად, არჩევაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, სიცხისა და სიარულისგან გადაქანცული ოღონდ კი სახლში დროულად წავიდეს, ყველაფერზე თანახმაა.

მიუხედავად დამღლელი პროცესისა, სასექტემბრო-სასკოლო მზადება ყველა ადამიანის ცხოვრებაში გამორჩეული პროცესი და მოგონებაა, თუმცა, მას შემდეგ რაც გაჩნდა ინტერნეტ შოპინგის შესაძლებლობა, ყველაფერი შეიცვალა.

იმისთვის რომ სკოლისთვის საჭირო ნივთები შეიძინოთ, აღარაა საჭირო სიცხეში ბავშვებთან ერთად სიარული, სპეციალურად დღის გამოყოფა ამ პროცესისთვის და რიგებში დგომა. უკვე შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად მოემზადოთ სკოლისთვის, რადგან ყველაზე დიდ ინტერნეტ მოლ extra.ge-ზე სასკოლო ნივთების ფართო არჩევანია.

მიუსხედით ლეპტოპებს თქვენს შვილებთან ერთად, ეწვიეთ extra.ge-ს სასკოლო ნივთების გვერდს და თქვენს თვალწინ გადაიშლება სკოლისთვის საჭირო ნივთების უდიდესი ასორტიმენტი.

სკოლა ჩანთისა და წიგნების გარეშე წარმოუდგენელია, სწორედ ჩანთაა ის უპირველესი ნივთი, რომელსაც მოსწავლეები დიდი რუდუნებით არჩევენ ხოლმე. ექსტრა სკოლის ჩანთების მრავალფეროვან არჩევანს წარმოგიდგენთ იმისთვის, რომ ყველანაირი გემოვნების მქონე მოსწავლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ფერადი, სადა, პრინტებიანი, გორგოლაჭებიანი, სხვადასხვა ანიმაციური გმირის ფორმის, კარკასული, შედარებით რბილი ნაჭრის, - როგორ ჩანთას არ ნახავ ექსტრაზე.. თან გაითვალისწინე, რომ ამ ყველაფერს ექსტრა ფასდაკლებით გთავაზობს და გაძლევს საშუალებას, მშვიდად, შენთვის მოხერხებულ დროს აარჩიო, შეუკვეთო ონლაინ და სახლიდან გასვლის გარეშე მიიღო ის მთავარი ნივთი, რომელიც უახლოესი ერთი წელიწადი შენი განუყრელი თანამგზავრი იქნება.

მართალია ჩანთა უმთავრესი ნივთია, მაგრამ სასწავლო წლის განმავლობაში უამრავი რვეული, ფანქარი, საშლელი და სხვა საკანცელარიო ნივთი სჭირდება მოსწავლეს, რასაკვირველია, ისინიც შეგიძლია შეარჩიო ექსტრაზე დიზაინის, ბრენდის, საჭიროების მიხედვით. არ უნდა გამოგრჩეს პენალიც, რომელიც დაგეხმარება ორგანიზებულად და მოწესრიგებულად ატარო ისეთი ნივთები სკოლაში, როგორიცაა ფანქრები, ფლომასტერები კალმები და.ა.შ.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 31 აგვისტოს ჩათვლით ექსტრაზე mastercard-ით გადახდისას 30%-იანი ქეშბექ აქცია მოქმედებს. დახარჯული თანხის 30% (მაქსიმუმ 100 ლარი) ექსტრას ბალანსზე დაგიბრუნდება და კვლავ გექნება საშუალება, იყიდო რაც გაგიხარდება.

R