ავტორი:

ჰოლივუდის ყველაზე სასურველი სასიძო კვლავ თავისუფალია - ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონეს დაშორდა

ჰოლივუდის ყველაზე სასურველი სასიძო კვლავ თავისუფალია - ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონეს დაშორდა

47 წლის ლეონარდო დიკაპრიო 25 წლის მოდელს კამილა მორონეს დაშორდა. ინფორმაციას უცხოური ტაბლოიდები ავრცელებენ. წყვილი თითქმის შვიდი წელი ხვდებოდა ერთმანეთს და საბოლოოდ, ჰოლივუდის ყველაზე სასურველი საქმრო ისევ თავისუფალია.

The sun-ს წყარო უყვება, რომ "ლეომ და კამილამ ურთიერთობა ზაფხულში დაასრულეს. ისინი ცუდად არ დაშორებულან, ეს ბუნებრივად ასე მოხდა."

ლეომ კამილა 2008 წელს გაიცნო, როდესაც ის მხოლოდ 12 წლის იყო. წყვილს ერთმანეთი ალ პაჩინომ გააცნო, მსახიობი კამილას დედასთან, ლუჩია სოლასთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

ლეონარდომ და კამილამ შეხვედრები 2017 წელს, მას შემდეგ დაიწყეს, რაც მსახიობმა მოდელ ნინა აგდალთან ურთიერთობა გაწყვიტა. კამილამდე ლეოს გულში ადგილი დიდხანს მხოლოდ ორ ლამაზმანს ეკავა - ბრაზილიელ მოდელ ჟიზელ ბუნდჰენსა და მოდელ ბარ რაფაელს. ორივეს შემთხვევაში ურთიეთობა ლამის ქორწინებამდე მივიდა.

კამილა, ეგზოტიკური ლამაზმანი, ამერიკულ-არგენტინული ფესვებით, არგენტინაში დაიბადა, მაგრამ მისი მშობლები საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. გოგონას მშობლები მოდელები იყვნენ.

მომხიბვლელი გარეგნობის წყალობით მათ ხშირად იღებდნენ რეკლამებსა და სატელევიზიო შოუებში. მალე წყვილი ერთმანეთს დაშორდა, დაშორებიდან ერთ წელიწადში კი კამილას დედამ, ლუჩიამ ჰოლივუდის ვარსკვლავ ალ პაჩინოსთან გააბა რომანი.

ლუჩია მაშინ 30 წლის იყო, ალ პაჩინო 66-ის. წყვილი თითქმის 10 წელი ცხოვრობდა ერთად, თუმცა საბოლოოდ, ერთმანეთს დაშორდნენ.