ავტორი:

დიდ დიღომში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, აფეთქება მოხდა

დიდ დიღომში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, აფეთქება მოხდა

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში, ერთ-ერთ ბინაში, აფეთქება მოხდა, რაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე, ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობა ჩანს.