ავტორი:

დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი - რას ამბობენ ადგილობრივები დიდ დიღომში, საცხოვრებელ ბინაში მომხდარ აფეთქებაზე

დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი - რას ამბობენ ადგილობრივები დიდ დიღომში, საცხოვრებელ ბინაში მომხდარ აფეთქებაზე

ადგილობრივების ინფორმაციით, დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

კერძოდ, როგორც "ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, აფეთქების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი.

არსებული ინფორმაციით, ქალი დამწვრობის ცენტრში, მცირეწლოვანი კი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ადგილობრივები იუწყებიან, ისინი აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდნენ.

  • დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება გამთენიისას მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ამასთან, ადგილობრივების ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ადგილზე მდგომი მანქანები.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.