ავტორი:

"დარეკილი იყო, როგორც ვიცი და უთხრეს, ჩვენ არ გვეხებაო. სუნი იყო გუშინ..." - რას ამბობს დაშავებულების მეზობელი? (ფოტოები აფეთქების ადგილიდან)

"დარეკილი იყო, როგორც ვიცი და უთხრეს, ჩვენ არ გვეხებაო. სუნი იყო გუშინ..." - რას ამბობს დაშავებულების მეზობელი? (ფოტოები აფეთქების ადგილიდან)

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში მცხოვრებლების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი აღნიშნულ დასახლებაში ქირით რამდენიმე დღის წინ გადავიდნენ.

რაც შეეხება დაშავებულ მამაკაცს, ის ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების დროს გვერდზე სახლში იმყოფებოდა.

ამასთანავე, როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა.

"დარეკილი იყო, როგორც ვიცი და უთხრეს, ჩვენ არ გვეხებაო. სუნი იყო გუშინ..." - განაცხადა ადგილობრივმა რეზო გოგიაშვილმა.

გთავაზობთ ფოტოების აფეთქების ადგილიდან.

ფოტოგრაფი: ვანო გორგიშვილი