ავტორი:

თურქი ვარსკვლავი საქართველოს სტუმრობს - რატომ ჩამოვიდა ებრუ შაჰინი და რა კადრებს აქვეყნებს თბილისიდან

თურქი ვარსკვლავი საქართველოს სტუმრობს - რატომ ჩამოვიდა ებრუ შაჰინი და რა კადრებს აქვეყნებს თბილისიდან

თბილისს ცნობილი თურქი მსახიობი, ებრუ შაჰინი სტუმრობს. მას ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს სერიალიდან "თავქარიანი“ და საქართველოში ბევრი ფანი ჰყავს.

ებრუ ჩედი ოსმანთან ერთად

ებრუმ "ინსტაგრამზე“ თბილისში გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ის საქართველოში მეუღლესთან, კალათბურთელ ჩედი ოსმანთან ერთად ჩამოვიდა.

საქმე ისაა, რომ დღეს ევრობასკეტი იწყება, რომლის თამაშებსაც საქართველო მასპინძლობს.

ებრუს სთორი თბილისიდან

სწორედ ევრობასკეტზე სათამაშოდ ჩამოვიდა თბილისში თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები. ცნობისთვის, თურქეთის ნაკრები იმავე ჯგუფშია, რომელშიც საქართველო.

შეგახსენებთ, რომ ებრუ შაჰინი NBA-ის კალათბურთელზე, ჩედი ოსმანზე ახლახანს დაქორწინდა. წყვილმა რამდენიმე ქორწილი ამ ზაფხულს გადაიხადა, თუმცა გრანდიოზული ქორწილი სტამბოლში ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ ებრუ საქართველოში რამდენიმე წლის წინაც იმყოფებოდა, თუმცა მაშინ ბათუმს სტუმრობდა. პოპულარულ მსახიობს "ინსტაგრამზე" ბათუმში გადაღებული არაერთი ფოტო აქვს.