ავტორი:

ახალი სასწავლო წელი უკრაინაში - დღის ფოტო ირპენის სკოლიდან, რომელსაც ზელენსკი ესტუმრა: სკოლა ოკუპანტებმა დააზიანეს, თუმცა უკრაინელებმა მისი აღდგენა მალევე შეძლეს

ახალი სასწავლო წელი უკრაინაში - დღის ფოტო ირპენის სკოლიდან, რომელსაც ზელენსკი ესტუმრა: სკოლა ოკუპანტებმა დააზიანეს, თუმცა უკრაინელებმა მისი აღდგენა მალევე შეძლეს

უკრაინის სკოლებში 1 სექტემბერს სწავლა დაიწყო. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ირპენის ერთ-ერთ სკოლაში მივიდა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

შენობა მარტში საომარი მოქმედებების დროს დაზიანდა, თუმცა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე აღადგინეს.

"დღეს ჩვენი შვილები პირველად მიდიან სკოლაში, ან ბრუნდებიან, სწავლას აგრძელებენ. მათ საშუალება ექნებათ ნახონ, მოისმინონ და გაიცნონ უკრაინა.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ომის შედეგად დაზიანებულმა ყველა უკრაინულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ განაახლოს მუშაობა და ჩვენი შვილები დაცულები იყვნენ და არაფერი უშლიდეთ ხელს ცოდნის შეძენაში", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.