ავტორი:

"მთავარ არხზე" დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა..." - სად აგრძელებენ მუშაობას ვანო ჯავახიშვილი და "ღამის შოუს" სტუდია?

"მთავარ არხზე" დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა..." - სად აგრძელებენ მუშაობას ვანო ჯავახიშვილი და "ღამის შოუს" სტუდია?

შოუმენი და იუმორისტული გადაცემების წამყვანი ვანო ჯავახიშვილი, "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ "მთავარი არხიდან" წასვლის შემდეგ "ტვ პირველზე" იწყებს მუშაობას.

"მოგესალმებით, როგორც იცით, "მთავარ არხზე" ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა. ახალი სეზონიდან შევხვდებით TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი -ს ეთერში. ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს "ტვ პირველის" ეთერში, იგივე დღეს და იგივე დროს", - წერს ჯავახიშვილი.