ავტორი:

სტამბოლში ტექსტილის ატელიეს გაქურდვისთვის ქართველები დააკავეს - რა კადრებს ავრცელებს თურქული მედია?

სტამბოლში ტექსტილის ატელიეს გაქურდვისთვის ქართველები დააკავეს - რა კადრებს ავრცელებს თურქული მედია?

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში, ფათიჰის რაიონში მდებარე ტექსტილის ატელიეში ქურდებმა კარის ჩამკეტი პულტის ასლის გაკეთების მეშვეობით შეაღწიეს, სეიფი გახსნეს და 200 000 ლირა წაიღეს.

როგორც ირკვევა, ქურდობაში ბრალდებული ორი ქართველია, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოს თანამშრომლებმა უკვე დააკავეს. მათი ვინაობა გამოძიების პროცესში ამოღებული ვიდეოჩანაწერების საფუძველზე დადგინდა. ქურდობა გასულ თვეში მოხდა. პოლიცია ადგილზე მისულმა თანამშრომელმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც გახსნილი სეიფი შეამჩნია.

პირველადი დათვალიერებისას ატელიეში შესასვლელ კარს და საკეტს ვერანაირი დაზიანება ვერ აღმოუჩინეს, ვიდეომასალის დათვალიერების შემდეგ კი ცხადი გახდა, რომ ქურდებმა ჟალუზი პულტით გააღეს, ატელიეში არსებული სეიფის გახსნა კი სპეციალური ხელსაწყოებით მოახერხეს.

ეჭვმიტანილები - ალექსანდრე დ. და ვლადიმერ ს. იმ მისამართებზე დააკავეს, სადაც იმალებოდნენ. ეჭვმიტანილებთან ერთად, სამართალდამცავებმა ნახეს და ამოიღეს 9 175 დოლარი, 660 ევრო და 1 875 ლირა. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა და ახალგაზრდა მამაკაცები ციხეში გაგზავნეს.