ავტორი:

"ტყუილად მეგონა, რომ მედიცინა სასწაულებს ახდენს ამ ეპოქაში…" - რას წერს შარტავაზე ავარიისას დაშავებული დათი ქოქრაშვილის დედა?

"ტყუილად მეგონა, რომ მედიცინა სასწაულებს ახდენს ამ ეპოქაში…" - რას წერს შარტავაზე ავარიისას დაშავებული დათი ქოქრაშვილის დედა?

შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშვებული დათი ქოქრაშვილის დედა სოციალურ ქსელში დათის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე პოსტს აქვეყნებს:

"დღეს დათიკო გვყავდა კონსულტაციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან რეაბილიტაციის ცენტრ ლევინშტეინში. საბოლოოდ გადაგვიწურეს იმედი პროთეზის დაყენებაზე… იმპლანტის ჩადგმაც წარმოუდგენელია, ფიზიკურად არაფერია, რაზე უნდა მიმაგრდესო. არც ამათ ჰქონიათ მსგავსი შემთხვევა, ისევე როგორც გერმანიაში გვითხრეს მორიდებით. არსად წერია, არსად გვისწავლია და არ ვიცით, რა შეიძლება გაკეთდესო. დაჯდომაც პრობლემაა, რადგან შინაგან ორგანოებს არაფერი იცავს და შეიძლება დაზიანდესო… ტყუილად მეგონა, რომ მედიცინა სასწაულებს ახდენს ამ ეპოქაში…არადა, დათიკო დღეებს ითვლიდა ტრანსფორმერობამდე".