ავტორი:

"რა ამბავი ატყდა, "იმედზე" ხომ არ გადავსულვართ" - რას წერს "ღამის შოუს" მსახიობი?

"რა ამბავი ატყდა, "იმედზე" ხომ არ გადავსულვართ" - რას წერს "ღამის შოუს" მსახიობი?

"რა ამბავი ატყდა, "იმედზე" ხომ არ გადავსულვართ", - ასე ეხმაურება "ღამის შოუს სტუდიის" მსახიობი თამარ ლეკვეიშვილი სტუდიასა და "მთავარ არხს" შორის წარმოშობილ უთანხმოებას, რაც მოჰყვა ინფორმაციას, რომ სტუდია ახალი სეზონიდან, თავისი გადაცემებით, "ტვ პირველზე" გააგრძელებს მუშაობას.

"მოგესალმებით, როგორც იცით, "მთავარ არხზე" ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა. ახალი სეზონიდან შევხვდებით TV Pirveli • ტელეკომპანია პირველის ეთერში. ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს "ტვ პირველის" ეთერში, იგივე დღეს და იგივე დროს", - დაწერა ვანო ჯავახიშვილმა 1-ელ სექტემბერს სოციალურ ქსელში, რასაც მოჰყვა "მთავარი არხის" პასუხი, არხის განცხადებით, "ვანოს შოუს" გუნდი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც განაცხადა, რომ არხის წინაშე შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ახალ რეალობას ვერ მოერგებოდა და დატოვა ტელეკომპანია.

ამას საკმაოდ მკვახედ უპასუხა ვანო ჯავახიშვილმა.

"მთავარი არხის’’ მხრიდან ამ ტიპის განცხადება და ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობა, არის პირდაპირ გეტყვით, სრული უნამუსობა და ბოროტება. მივმართავ ზემოთხსენებული განცხადების ავტორს: უკადრებელს ნუ კადრულობ, ‘’მეგობარო’’, ერთგულებაზე კრიტიკას ვერ მივიღებთ,რადგან ვთვლით, რომ ერთგულება უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი", - დაწერა მან.