ავტორი:

" დონალდ ტრამპი და MAGA "რესპუბლიკელები“ ექსტრემიზმია, რომელიც საფრთხეს უქნის ამერიკის საფუძვლებს" - ჯო ბაიდენი

" დონალდ ტრამპი და MAGA "რესპუბლიკელები“ ექსტრემიზმია, რომელიც საფრთხეს უქნის ამერიკის საფუძვლებს" - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის დემოკრატიას "ექსტრემისტები" საფრთხეს უქმნიან.

კერძოდ, ბაიდენმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, "რესპუბლიკელების“ ნაწილთან ერთად, წარმოადგენს ექსტრემიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკის საფუძვლებს.

"ტრამპი და MAGA ("გახადე ამერიკა კვლავ დიადი) "რესპუბლიკელები“ წარმოადგენენ ექსტრემიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი რესპუბლიკის საფუძველს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, აღნიშნულ ძალებს ქვეყნის უკან დახევა აქვთ გამიზნული.

"MAGA-ს ძალებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ეს ქვეყანა უკან დახიონ. უკან დახიონ ამერიკაში, სადაც არ არსებობს არჩევანის უფლება, კონფიდენციალურობის უფლება, კონტრაცეფციის უფლება, იმაზე დაქორწინების უფლება, ვინც გიყვარს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მან ამერიკელებს მოუწოდა, პოლიტიკური განხეთქილება გადალახონ და დემოკრატია დაიცვან.

"დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვარწმუნებდით საკუთარ თავს, რომ ამერიკული დემოკრატია გარანტირებულია. მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ უნდა დავიცვათ ის. დავიცვათ და ვიბრძოლოთ მისთვის“, - აღნიშნა ბაიდენმა.