ავტორი:

"საწყობის კედელზე დაწერილი "ვანოს შოუ" უკვე ამ არხის ისტორიაა და ამას ვერაფერი წაშლის... თუ ვანო წაიშლება, წავიშლებით ყველა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"საწყობის კედელზე დაწერილი "ვანოს შოუ" უკვე ამ არხის ისტორიაა და ამას ვერაფერი წაშლის... თუ ვანო წაიშლება, წავიშლებით ყველა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი "მთავარი არხიდან" ვანო ჯავახიშვილისა და მისი გუნდის წასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"მაშინ კი ჯოჯოხეთი მეგონა თუთუნის საწყობში გაკეთებული სტუდია, სადაც ვანო და მე შეგვიშვეს, მაგრამ ბეტონის კედლებში შექმნილმა გადაცემებმა შექმნეს ამ არხის ისტორია ჩვენს, სხვა კოლეგებთან ერთად.

საწყობის კედელზე დაწერილი "ვანოს შოუ" უკვე ამ არხის ისტორიაა და ამას ვერაფერი წაშლის. ვერავინ და ვერაფერი. თუ ვანო წაიშლება, წავიშლებით ყველა, იმიტომ, რომ ეს არხი შექმნეს ადამიანებმა და არა ძვირადღირებულმა ტექნიკამ და სტუდიებმა, სადაც ზამთარში ციოდა, ზაფხულში ცხელოდა, მაგრამ ეს სულაც არ გვიქმნიდა ბარიერებს.

მიხარია, რომ ვანოს შოუ სატელევიზიო სივრცეში იქნება. სხვანაირად არც შეიძლებოდა." - წერს ნანუკა ჟორჟოლანი.

შეგახსენებთ, "ვანოს შოუს" გუნდმა "მთავარი არხი" დატოვა და ახალ სატელევზიო სეზონს "ტვ პირველის" ეთერში დაიწყებს. ამას "მთავარი არხის" მენეჯმენტისგან უკმაყოფილება მოჰყვა. ტელეკომპანიის განცხადებით, "ვანოს შოუს" გუნდი იყო ერთადერთი, არხზე შექმნილ ფინანსურ კრიზისს რომ ვერ გაუძლო და ამის გამო დატოვა ტელეკომპანია. ამას თავად ვანო ჯავახიშვლის მხირდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. მან "მთავარი არხის" განცხადებას "სრული უხამსობა და ბოროტება" უწოდა.

ასევე იხილეთ: