ავტორი:

ჯანმრთელობის პრობლემები ქორწილამდე და 3-დღიანი დღესასწაულის ექსკლუზიური დეტალები - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯენიფერ ლოპესი?

ჯანმრთელობის პრობლემები ქორწილამდე და 3-დღიანი დღესასწაულის ექსკლუზიური დეტალები - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯენიფერ ლოპესი?

ჯენიფერ ლოპესმა თავის თაყვანისმცემლებს ბენ აფლეკთან მეორე ქორწილის დეტალები გააცნო და ფოტოებიც გაავრცელა. როგორც ირკვევა, ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებული წყვილის 3-დღიანი ქორწილი უპრობლემოდ არ ჩავლილა. ჯეილო წერს, რომ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, მთელ ოჯახს გასტროენტერიტი დაემართა:

"მიუხედავად ამისა, მთელი კვირა მშვიდად ვგრძნობდი თავს და დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი ღმერთის ხელში იყო“.

საქორწინო ზეიმი, რომელიც 3 დღეს გაგრძელდა, აფლეკის ჯორჯიის შტატის მამულში გაიმართა.

ლოპესს Ralph Lauren-ის სამი სხვადასხვა კაბა ჰქონდა შერჩეული. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ჯეილოს ცერემონიაზე ეცვა, 500 - მეტრიანი ქსოვილით იყო შეკერილი.

წყვილმა სტუმრებს, სამახსოვროდ, შეკვეთით დამზადებული ჩანთები აჩუქა, რომლებსაც ახლადშეუღლებულების ინიციალები - "JB“ ჰქონდა ამოქარგული. გარდა ამისა, ყველა სტუმარს, რომლებიც ახლომდებარე სასტუმროში რჩებოდნენ ღამის გასათევად, სპეციალურად მათთვის დამზადებული შოკოლადის ყუთებიც გადასცეს. ქორწილის შემდეგ, ჯეილომ, აფლეკმა და მათმა ახლობლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს წყვილის შეუღლება "გემრიელი ბრანჩით ტბასთან“, რომლის დეკორზე ზრუნვაც მომღერალმა თავის თავზე აიღო:

"მინდოდა თითოეული დღე განსაკუთრებული და სახასიათო ყოფილიყო, იმ გარემოს შესაბამისად, სადაც იმ კონკრტულ დღეს ვიმყოფებოდით.“

ლოპესმა წერილს ბოლოში დაურთო, რომ მას და ბენს დიდი გზის გამოვლა მოუწიათ, ვიდრე თავიანთ სიყვარულს და ურთიერთობას აღადგენდნენ, მაგრამ არჩევანში ასეთი დარწმუნებულები მანამდე არასდროს ყოფილან:

"ჩვენ ახლა ცხოვრების იმ ნანატრ ეტაპზე ვართ, როცა ყველაფრისთვის მადლიერები ვართ, რაც ცხოვრებამ გვარგუნა, განსაცდელებისა და გამოცდებისთვისაც კი".

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა