ავტორი:

ხატია ბუნიათიშვილის წითელი კაბები - "მისი გამოჩენა სექსუალური ვიზუალით ყოველთვის შთამბეჭდავია..."

ხატია ბუნიათიშვილის წითელი კაბები - "მისი გამოჩენა სექსუალური ვიზუალით ყოველთვის შთამბეჭდავია..."

31 აგვისტოს, ვენეციის 79-ე კინოფესტივალი გაიხსნა. ფესტივალს წელსაც კუნძულ ლიდოზე მდებარე ისტორიულმა შენობამ - Palazzo del Cinema-მ უმასპინძლა.

წითელ ხალიჩაზე, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილიც გამოჩნდა, რომელიც ულამაზეს წითელ კაბაში პოზირებდა და "კარტიეს“ სამკაულით იწონებდა თავს. შეგახსენებთ, რომ ბუნიათიშვილი მსოფლიო ცნობილ ლამაზმანებთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამ ცნობილი ბრენდის სახეა.

ხატიას წითელი ფერი საკმაოდ უყვარს და საკონცერტო გამოსვლებზეც სხვადასხვა დიზაინერის შექმნილი წითელი კაბები ხშირად აცვია.

"ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე პიანისტია, რომელიც მუდმივად ჩნდება ტელევიზიებში, პრიალა ჟურნალების გარეკანზე, სოციალურ მედიაში და იპყრობს ყურადღებას, როგორც საშემსრულებლო მანერით, ისე ვიზუალით“, - წერენ მასზე უცხოური მედიასაშუალებები.

უდავოა, რომ ის მსმენელის ფავორიტი პიანისტია და ხშირად უკრავს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში.

"მისი გამოჩენა სექსუალური კაბებით ყოველთვის შთამბეჭდავია... მუსიკალურ სამყაროში მას ეძახიან სხვადასხვა მეტსახელს, მათ შორის ფორტეპიანოს "ბეტი ბუპს“ (ანიმაციურ სამყაროში იგი მიიჩნევა ერთ-ერთ სექსუალურ პერსონაჟად) და ასევე მოიხსენიებენ, "კლასიკური მუსიკის სამყაროს ვარსკვლავად“.