"არჩის ოთახში დაიანას ფოტო დავკიდე და მისი პირველი სიტყვაც, "დედის“ და "მამის“ გარდა, იყო "ბებია დაიანა“ - პრინცი ჰარი

"არჩის ოთახში დაიანას ფოტო დავკიდე და მისი პირველი სიტყვაც, "დედის“ და "მამის“ გარდა, იყო  "ბებია დაიანა“ - პრინცი ჰარი

პრინცესა დაიანას ტრაგიკული გარდაცვალებიდან 25 წლისთავისთვის სასექსის ჰერცოგი პრინცი ჰარი ოჯახზე ალაპარაკდა.

ჰარიმ მაყურებელს გაანდო, რომ არჩის ერთ-ერთი პირველი სიტყვა თურმე "ბებია“ ყოფილა.

პრინცმა განმარტა: "არჩის ოთახში დაიანას ფოტო დავკიდე და მისი პირველი სიტყვაც, "დედის“ და "მამის“ გარდა, "ბებია“ იყო, "ბებია დაიანა“.

მან განაგრძო: "ეს ყველაზე ტკბილი რამაა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მასევდიანებს, რადგან მინდა, რომ დედაც აქ იყოს“.

წყვილმა დედოფლისა და პრინცესა დაიანას პატივსაცემად, მათ მეორე შვილს, ლილიბეტ (ლილი) დაიანა დაარქვა.

გასულ თვეში, როდესაც პრინცმა დედის გარდაცვალების 25 წლისთავზე ისაუბრა, თქვა, რომ ნატრობდა, მის შვილებსაც გაეცნოთ დაიანა. მან იმაზეც ისაუბრა, თუ როგორი სურდა ყოფილიყო მისი დედის გარდაცვალების წლისთავი:

"მინდა, ეს დღე სავსე იყოს მისი გასაოცარი საქმეების მოგონებებით, მინდა, ეს იყოს დღე, როცა ოჯახსა და შვილებს დედაჩემის სულისკვეთებას გავუზიარებ. ვისურვებდი, ჩემს შვილებსაც მოესწროთ მისი გაცნობა. ვიმედოვნებ, ისე ვიცხოვრებ, რომ დედა იამაყებდა ჩემით... “ - ამბობს სასექსის ჰერცოგი ინტერვიუში.

წყარო: elle.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა