მოსკოვში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, "ეფ-ეს-ბე“-ს თანამშრომლები უკრაინაში მიმდინარე ომის მოწინააღმდეგე ადამიანებს, განსაკუთრებით უკრაინული წარმოშობის პირებს ეძებენ, რათა მათ რუსეთში განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმები“ დააბრალონ. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, მოსახლეობას ეკითხებიან, ახლოს თუ ცხოვრობენ ან ბინას თუ ქირაობენ უკრაინელები. ისინი ასევე უკრაინაში რუსეთის ე.წ. სპეცოპერაციის შესახებ მოქალაქეთა შეხედულებებით ინტერესდებიან. უკრაინის დაზვერვის თქმით, ამ მოქალაქეებს შესაძლოა დაბრალდეთ ტერორისტულ თავდასხმებში მონაწილეობა, რომლებიც რუსეთში სპეცსამსახურების მიერაა ორკესტრირებული.