ავტორი:

მედიაში ალექსეი ნავალნის ახალი ფოტოები ვრცელდება - როგორ აისახა რუს ოპოზიციონერზე პატიმრობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება (ფოტოები)

მედიაში ალექსეი ნავალნის ახალი ფოტოები ვრცელდება - როგორ აისახა რუს ოპოზიციონერზე პატიმრობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება (ფოტოები)

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ვლადიმირის რეგიონში გამართულ სასამართლო პროცესზე მონაწილეობა ვიდეოჩართვით, მელეხოვოში მდებარე მკაცრი რეჟიმის მეექვსე კოლონიიდან მიიღო.

ამასთან, მედიაში ალექსეი ნავალნის ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოიყურება ის პატიმრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ.

არსებული ინფორმაციით, ნავალნის ფოტო მედიაში ივნისის შემდეგ არ გავრცელებულა.

ცნობისთვის, პუტინის მწვავე კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსი აგენტების მიერ მოწამვლას 2020 წლის აგვისტოში გადაურჩა. გამოჯანმრთელების შემდეგ ის, რუსეთში 2021 წლის დასაწყისში დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ოფიციალური მოსკოვი ნავალნის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობას უარყოფს.