ავტორი:

Twitter-ის ერთსიტყვიან კამპანიაში სალომე ზურაბიშვილიც ჩაერთო - რას წერს პრეზიდენტი

Twitter-ის ერთსიტყვიან კამპანიაში სალომე ზურაბიშვილიც ჩაერთო - რას წერს პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გლობალურ ე.წ. ერთსიტყვიან კამპანიაში ჩაერთო, რომელიც ბოლო ორი დღეა Twitter-ის მთავარი ტრენდია.

კამპანიის არსი ისაა, რომ ადამიანები ერთი სიტყვით აღწერენ მათთვის ყველაზე ღირებულსა და მნიშვნელოვანს. სალომე ზურაბიშვილმა კი დაწერა სიტყვა - Independence - დამოუკიდებლობა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Independence</p>&mdash; Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) <a href="https://twitter.com/Zourabichvili_S/status/1565780371001819138?ref_src=twsrc%5Etfw">September 2, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ცნობისთვის "ტვიტერი" "საიდუმლო ტვიტებმა" მოიცვა, რომლებსაც პოლიტიკოსები, კომპანიები და სხვა ცნობილი, თუ საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები წერენ.

როგორც გაირკვა, ყველაფერი შემთხვევითობით, გასულ ხუთშაბათს დაიწყო. ამერიკულმა კომპანიამ Amtrak-მა შემთხვევით გამოაქვეყნა მხოლოდ ერთი სიტყვა "trains", შემთხვევით დაპოსტილმა ერთმა სიტყვამ კი რამდენიმე საათში ათიათასობით ლაიქი მოიპოვა.

ამით ისარგებლეს "ტვიტერის" მომხმარებლებმა და დაიწყეს მხოლოდ ერთი სიტყვის დაწერა. მალე ყველაფერი სოციალურ კამპანიაში გადაიზარდა, რომელსაც სხვადასხვა კომპანიები, ასევე ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ და რომლის მიზანიც კონკრეტული ადამიანისა თუ კომპანიისთვის მთავარი ღირებულების მხოლოდ ერთი სიტყვით აღწერაა.

ფლეშმობში უკვე სოციალური ქსელის ათასობით მომხმარებელი ჩაერთო და ბოლო საათებია, "ტვიტერის" მთავარი ტრენდია.