ავტორი:

"სამებაში სანთლები დაანთო, ფანებთან ფოტოები გადაიღო...“ - რას წერენ ცნობილი თურქი მსახიობის შესახებ, რომელიც ქმართან ერთად თბილისშია - ებრუ შაჰინი ფოტოებს სამების ტაძრიდან აქვეყნებს

"სამებაში სანთლები დაანთო, ფანებთან ფოტოები გადაიღო...“ - რას წერენ ცნობილი თურქი მსახიობის შესახებ, რომელიც ქმართან ერთად თბილისშია - ებრუ შაჰინი ფოტოებს სამების ტაძრიდან აქვეყნებს

ცნობილი თურქი მსახიობი, ებრუ შაჰინი, რომელიც ქართველებში პოპულარობით სარგებლობს, საქართველოშია. სერიალ "თავქარიანის“ გამოსვლის შემდეგ, ქართველებმა ებრუს ფან-გვერდიც კი შექმნეს, სადაც ხშირად აქვეყნებენ ქალის ცხოვრებიდან საინტერესო მომენტებს.

თბილისში გადაღებული კადრები ებრუმ "ინსტაგრამზე“ პირველ სექტემბერს გამოაქვეყნა. მსახიობი საქართველოს მეუღლესთან, კალათბურთელ ჩედი ოსმანთან ერთად ესტუმრა. ჩედი კი ევრობასკეტზე სათამაშოდ ჩამოვიდა.

ცნობისთვის, თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, ევრობასკეტზე იმავე ჯგუფშია, რომელშიც საქართველო.

შეგახსენებთ, რომ ებრუ შაჰინი NBA-ის კალათბურთელზე, ჩედი ოსმანზე ახლახანს დაქორწინდა. წყვილმა რამდენიმე ქორწილი ამ ზაფხულს გადაიხადა, თუმცა გრანდიოზული ქორწილი სტამბოლში ჰქონდათ.

ებრუსთვის საქართველოში ეს მეორე სტუმრობაა. მსახიობი რამდენიმე წლის წინ ბათუმს სტუმრობდა. ებრუს "ინსტაგრამზე" ბათუმში გადაღებული არაერთი ფოტო აქვს.

სანამ მისი მეუღლე თამაშობს და ვარჯიშობს, ებრუ, მეგობართან ერთად თბილისის ქუჩებში სეირნობს. ახლახან "ინტაგრამზე" სამებიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. მისი ფანები წერენ, რომ ქალმა სანთლები დაანთო და ხატებსაც ემთხვია.

საღამოობით კი მშვენიერი თურქი მსახიობი მეუღლესთან ერთად სხვადასხვა კაფეებს სტუმრობს და მის გასაცნობად მისულ ფანებს სურათის გადაღებაზე უარს არ ეუბნება.