ავტორი:

"გახარიას და ღარიბაშვილის მთავრობამ საქართველოს უდიდესი ზიანი მიაყენა - დღეს რომ ანაკლია გვქონდეს, სულ სხვა ქვეყანა ვიქნებოდით" - მამუკა ხაზარაძე

"გახარიას და ღარიბაშვილის მთავრობამ საქართველოს უდიდესი ზიანი მიაყენა - დღეს რომ ანაკლია გვქონდეს, სულ სხვა ქვეყანა ვიქნებოდით" - მამუკა ხაზარაძე

"გიორგი გახარიას და ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ საქართველოს უდიდესი ზიანი მიაყენა, "ეს ქვეყნის და ხალხის ღალატის ტოლფასი ქმედებაა“, - ამის შესახებ “ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტზე აცხადებს.

  • როგორც ხაზარაძე ამბობს, "დღეს რომ ანაკლია გვქონდეს, სულ სხვა ქვეყანა ვიქნებოდით”.

"თითქმის სამი წელი გავიდა, რაც "ოცნების“ მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ანაკლიის პორტი ჩააგდო და ჩემი და ბადრის წინააღმდეგ ბინძური კამპანია დაიწყო. ამ ქმედებით წინა #გახარია და დღევანდელმა #ირაკლიღარიბაშვილი მთავრობამ ჩვენს ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა, ეს ქვეყნის და ხალხის ღალატის ტოლფასი ქმედებაა.

ამ სამი წლის განმავლობაში ერთი შეხვედრა თუ მაინც გამართეთ იმ ოთხ საერთაშორისო ბანკთან, ვინც ამ პროექტს 400 მლნ $ -ით აფინანსებდა? აღარ ვკითხულობ შეხვდით თუ არა იმ ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებს, ვინც 80 მილიონი ჩადო ამ პროექტში. ან უბრალოდ, მცდელობა თუ გქონდათ ანაკლიამდე გზის და რკინიგზის გაყვანის? ან თუნდაც პროექტის გაკეთების? (ალბათ ყველამ იცის, რომ პორტი გზის და რკინიგზის გარეშე ვერ იმუშავებს).

გახარია, Irakli Garibashvili, საქართველოს მთავრობა - ამ პერიოდში ინტენსიურად აპიარებდით ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. ააშენეთ უკვე? დღეს რომ ანაკლია გვქონდეს, სულ სხვა ქვეყანა ვიქნებოდით!“- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.