ავტორი:

ხვიჩას რომაული სპექტაკლი - წინ "ლივერპულთან" მატჩია

ხვიჩას რომაული სპექტაკლი - წინ "ლივერპულთან" მატჩია

სერია A-ს მე-5 ტურში "ნაპოლიმ“ გასვლაზე "ლაციოს“ 2:1 სძლია.

გასულ მატჩში "ლეჩესთან“ წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა სპალეტიმ ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა და ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააბრუნა. რომაელები დებიუტში დაწინაურდნენ, რის შემდეგაც სტუმრები ბევრს უტევდნენ და მათ რიგებში გამორჩეული ქართველი გახლდათ. მთავარ ეპიზოდებზე გავამახვილებთ ყურადღებას:

მეურვეს გასცდა, საჯარიმოში მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ მსაჯმა რატომღაც წესების დარღვევა დაუფიქსირა...

ერთი შეხებით კარის წინ გაკეთებულ გადაცემას პარტნიორები ვერ გამოეხმაურენ...

მცველს ბურთი მოჰპარა, წინ წაიწია, თუმცა მეკარემ გატანა არ დაანება...

შემდეგ კვარამ საოცარი ფინტით მოწინააღმდეგე ზიდანის სტილში ჩამოიცილა, შორიდან დაარტყა და ბურთი ძელს გაარტყა.

ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ დიდ ფეხბურთელებს შეუძლიათ და საცოდაობას წარმოადგენდა, რომ მეტოქის კარი ვერ დალაშქრა... გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: