ავტორი:

დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი - ამინდის პროგნოზი

დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი - ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერი მასების გავრცელება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.