ავტორი:

"ყველაფერი ცუდად მიდიოდა. მთელ ოჯახს ინფექცია დაგვემართა.." - ჯენიფერ ლოპესი ზღაპრული ქორწილის დეტალებს ჰყვება და ამბობს, რომ ამ დღეს "ძველი ჭრილობა შეხორცდა"

"ყველაფერი ცუდად მიდიოდა. მთელ ოჯახს ინფექცია დაგვემართა.." - ჯენიფერ ლოპესი ზღაპრული ქორწილის დეტალებს ჰყვება და ამბობს, რომ ამ დღეს "ძველი ჭრილობა შეხორცდა"

იტალიაში, ბენ აფლეკთან ერთად მეორე თაფლობის თვის გასატარებლად ჩასულმა მსახიობმა და მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა გულშემატკივრებს ქორწილის დეტალებზე უამბო.

ჯეი ლომ ამის შესახებ საკუთარ ვებ-გვერდზე დაწერა და სამდღიანი ზეიმის აქამდე უცნობი კადრები გააზიარა.

მისი თქმით, თავიდან ყველაფერი ცუდად მიდიოდა. ქორწილამდე მთელი კვირა ამინდი გაუარესდა, წვიმა და ჭექა-ქუხილი განწყობას აფუჭებდა. გარდა ამისა, მთელ ოჯახს ნაწლავური ინფექცია დაემართათ.

"სიმართლე ისაა, რომ ეჭვი არ მეპარებოდა ყველაფერი კარგად იქნებოდა. მთელი კვირა მშვიდად ვიყავი, დარწმუნებული, რომ უფლის ხელში ვართ", - იხსენებს ჯეი ლო.

ვარსკვლავის თქმით, 20 წლის წინ მან და ბენმა ისაუბრეს, რომ მათი ქორწილისთვის იდეალური სიმღერა იქნებოდა მარკ კონის "True Companion". ამიტომ ჯენიფერმა გადაწყვიტა მეუღლისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა და თავად მარკი დაპატიჟა ქორწილში, რათა მისთვის ემღერა. როდესაც წყვილი ქორწილის ხეივანში მიაბიჯებდა, გზად კონის "The Things We've Handed Down" ისმოდა. წყვილის წინ კი მათი შვილები მიდიოდნენ წინა ქორწინებიდან.

"ამ დღეს რამდენიმე ძველი ჭრილობა შეხორცდა და წარსულის ტვირთი საბოლოოდ ჩამოგვშორდა მხრებიდან. წრე დაიხურა - და არა ისე, როგორც ჩვენ ვგეგმავდით. უკეთესად", - აღიარა ლოპესმა.

"ბევრი წლის წინ წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ წინ ამდენი ლაბირინთი და სიურპრიზი გველოდა. ეს მომენტი იყო ყველაფრის კულმინაცია, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მომენტი. უფრო დიდი ბედნიერება ვერ წარმომიდგენია. გისურვებთ ყველას გქონდეთ იგივე ბედნიერება... შრომით ნაპოვნი, რაც გაცილებით ტკბილია“, - ამბობს ჯეი ლო.