ავტორი:

"ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა მისი მოკავშირეების ეკონომიკას, მაგრამ თუ თქვენ ითვლით "კაპიკებს", უკრაინელები გარდაცვლილებსაც ითვლიან" - ოლენა ზელენსკა

"ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა მისი მოკავშირეების ეკონომიკას, მაგრამ თუ თქვენ ითვლით "კაპიკებს", უკრაინელები გარდაცვლილებსაც ითვლიან" - ოლენა ზელენსკა

"უკრაინის ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა მისი მოკავშირეების ეკონომიკას, მაგრამ თუ დასავლელებს უწევთ კაპიკების დათვლა გაზის გადასახადის გადასახდელად, უკრაინელები გარდაცვლილებსაც ითვლიან", - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

  • მან მოუწოდა დასავლეთს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად და გამოთქვა იმედი, რომ მისი ქვეყნის ადამიანურ მსხვერპლს არ დაივიწყებენ.

"ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ევროპის ეკონომიკური კრიზისი არის არა მხარდაჭერის ბრალი, რომელსაც დასავლეთი უკრაინას აძლევს, არამედ რუსეთის ქმედებებით გამოწვეული“, - აღნიშნა ზელენსკამ და დასძინა, რომ "ძლიერი მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს პერიოდი უფრო ხანმოკლე იქნება“.

ზელენსკას განცხადებით, ფასები იზრდება არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ უკრაინაშიც და ამასთან, იღუპებიან ადამიანებიც.

"როდესაც თქვენ ითვლით კაპიკებს თქვენს საბანკო ანგარიშებზე ან ჯიბეებში, ჩვენც იგივეს ვაკეთებთ და გარდა ამისა, ვითვლით ჩვენს დაღუპულებს“, - დასძინა უკრაინის პირველმა ლედიმ.

ზელენსკამ ასევე აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებიდან ხალხისთვის რთულია სრულად გააცნობიერონ ომის გავლენა უკრაინის ცხოვრებაზე, ამიტომ უბრალოდ აუცილებელია იმ ადამიანების ისტორიების მოყოლა, რომლებიც ომს უშუალოდ განიცდიან.