ავტორი:

ტელენოველების ვარსკვლავი ვერონიკა კასტრო პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლად იქცა -   "ველური ვარდის“ მსახიობს ფანები ვეღარ სცნობენ (ფოტოები)

ტელენოველების ვარსკვლავი ვერონიკა კასტრო პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლად იქცა -   "ველური ვარდის“ მსახიობს ფანები ვეღარ სცნობენ (ფოტოები)

მექსიკელი მსახიობი, სერიალ "ველური ვარდის“ ვარსკვლავი ვერონიკა კასტრო მაყურებელს ახალგაზრდა და ხალისიან გოგონად დაამახსოვრდა, მაგრამ თუ ნახავთ, როგორ გამოიყურება ის ახლა, მისი ცნობა ნამდვილად გაგიჭირდებათ.

ბოლო წლებში კასტროს გარეგნობა ძალიან შეიცვალა. მედიაში წერენ, რომ ვარსკვლავს არ სურდა სიბერესთან შეგუება, ამიტომ პლასტიკური ქირურგების მომსახურებას მიმართა. ალბათ, არც თუ ისე კვალიფიციურ სპეციალისტს, რადგან "ველური ვარდის“ თაყვანისმცემლები წერენ, რომ ახლა ის პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლს ჰგავს.

2019 წელს, "ველური ვარდის" და "მდიდრებიც ტირიან" მთავარმა გმირმა ვერონიკა კასტრომ კინოკარიერა დაასრულა. ალბათ ეს მისი გარეგნობის გამო მოხდა, წერს მედია.

ვერონიკას ანგარიშზე უამრავი წარმატებული სერიალი და ფილმია. მექსიკური მედია წერს, რომ ბოლო დროს განუყრელი მეგობრები ვიქტორია რუფო და ვერონიკა კასტრო დაშორდნენ. ამ თემაზე რუფომ ჟურნალისტებთან კომენტარი ერთი კვირის წინ გააკეთა. მსახიობის თქმით, მათი გზები გაიყო, ის აღირებს, რომ კასტრო ნიჭიერი მსახიობია, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, ისინი აღარ მეგობრობენ.