ავტორი:

ბარაკ ობამა "ემით" დააჯილდოვეს - "ნეტფლიქსის" ფილმი, რომლის მთხრობელიც ექსპრეზიდენტია

ბარაკ ობამა "ემით" დააჯილდოვეს  - "ნეტფლიქსის" ფილმი, რომლის მთხრობელიც ექსპრეზიდენტია

2022 წლის "კრეატიული ხელოვნების ემის დაჯილდოების ცერემონიაზე" აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამაც დააჯილდოვეს. ობამა "ნეტფლიქსის" დოკუმენტურ ფილმში, "Our Great National Parks", მთხრობელად გვევლინება და სწორედ "არაჩვეულებრივი თხრობის" კატეგორიაში მისცეს მას ჯილდო. ეს ყოფილი პრეზიდენტისთვის პირველი ჯილდო არ არის, 2006 და 2008 წლებში, თავისი მემუარების აუდიო ვერსიებისთვის, ორჯერ დააჯილდოვეს "გრემით" .

ფილმი ბარაკ და მიშელ ობამას საპროდიუსერო კომპანიის გადაღებულია და სულ 5 ნაწილისგან შედგება. თითოეული სერია მსოფლიოს გარშემო არსებულ ეროვნულ პარკებსა და ველურ ბუნებას შეეხება.

ობამა აშშ-ს რიგით მეორე პრეზიდენტია, რომელსაც "ემის" ჯილდო აქვს მიღებული. პირველი დუაიტ ეიზენჰაუერი იყო.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა